ერთმა ნაძირალამ, სოსო გოგაშვილმა გამახსენა ეს მეორე ნაძირალა კრიმინალი. მთელმა თბილისმა იცის, რომ გოგიჩაიშვილი დანებით და იარაღებით დარბოდა, ხალხს აწიოკებდა და მერე თავი “პოლიტპატიმრად” ძალიან წარმატებით გაასაღა – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ლევან გოგიჩაიშვილს, რომლის თქმით პრემიერი პრორუსია.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყველა უსამშობლო რეზიდენტისთვის, როგორიც ეს წარმონაქმნია, ქვეყნის მოყვარული ადამიანი მიუღებელი და საძულველია.
„ერთმა ნაძირალამ, სოსო გოგაშვილმა გამახსენა ეს მეორე ნაძირალა კრიმინალი. მთელმა თბილისმა იცის, რომ გოგიჩაიშვილი დანებით და იარაღებით დარბოდა, ხალხს აწიოკებდა და მერე თავი “პოლიტპატიმრად” ძალიან წარმატებით გაასაღა. ასევე ერთ-ერთი პირველი სარკომაა, ეკა ბესელიას „პადელნიკი“, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მალევე მოიშორა. თავადაც არ აწყობდა მმართველ გუნდში ყოფნა, ბესელიას მოწაფემ, ისევე როგორც მასწავლებელმა, ფული ვერ “გაჩარხეს”. ჰოდა ეს არარაობა, ეს ნაკაცარი ახლა დგას და პრემიერს ლანძღავს, პრორუსიაო. ასეა, ყველა უსამშობლო რეზიდენტისთვის, როგორიც ეს წარმონაქმნია, მათთვის ქვეყნის მოყვარული ადამიანი მიუღებელი და საძულველია…“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.