ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის facebook სტატუს ეხმიანება.
„ფუი, რა საზიზღრები ხართ პატრონიან სტაფიანად, მესმის მამუკა მდინარაძეს მტრობთ, კი არ ოპონირებთ, მტრობთ. კარგით, ამას გავიგებ, თქვენი პატრონების ხელისუფლებაში დაბრუნება გინდათ, გეშინიათ, ვაი და თქვენთვის მოსაცემი ფული გამოელიოთ პატრონებს, ხელისუფლება და ძალაუფლება თქვენი გაგებით ხომ ფულის საჭრელი მანქანაა, მაგრამ ასაკოვან კაცს რა ერჩით, მითუმეტეს სულ ტყუილებზე და სიცრუეზე გაქვთ აგებული სიუჟეტი. რამე რომ დაემართოს, აგებთ პასუხს? ან ვინ გაგზარდათ და სად გაიზარდეთ? გარდა იმისა, რომ უსამშობლოები ხართ, უჯიშოებიც ყოფილხართ.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.