გია გაბრიჭიძე „მთავარ არხზე“: აზრი არა აქვს რაიმე სტანდარტებზე, მათ გაუნათლებლობაზე და თავხედობაზე საუბარს; საშიშია ეს ყველაფერი, რადგანაც არცერთი მოქალაქე დაცული არ არის იმ ტერორისგან, რაც მათი მხრიდან ხორციელდება

„ისინი უსაფრდებიან ბავშვებს, ოჯახის წევრებს, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც ტრაგედია შეემთხვათ და ცდილობენ მათი ტრაგედიით ხელისუფლებას დაარტყან. ეს ყველაფერი მოიტანა იმ აგრესიულმა ლიბერალიზმმა, რომლის უმთავრესი ფოკუს-ჯგუფი მედია და “ახალი ჟურნალისტის” შექმნა იყო“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით კანონი უნდა იქნას მიღებული იმ წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც აუცილებლად იქნება აგრესიული ლიბერალიზმის დასავლელი ლობისტებისგან.

 

„უამრავჯერ დაწერილა და თქმულა იმ “მეთოდზე” რასაც ეს ე.წ. კრიტიკული მედიის “წარმომადგენლები” მიმართავენ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს – მაქსიმალურად გამოიყვანო წყობიდან და შემდეგ ეს მედიაზე ზეწოლად შეფუთონ. და ეს ხდება არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ისინი უსაფრდებიან ბავშვებს, ოჯახის წევრებს, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც ტრაგედია შეემთხვათ და ცდილობენ მათი ტრაგედიით ხელისუფლებას დაარტყან. ეს ყველაფერი მოიტანა იმ აგრესიულმა ლიბერალიზმმა, რომლის უმთავრესი ფოკუს-ჯგუფი მედია და “ახალი ჟურნალისტის” შექმნა იყო.

 

აზრი არა აქვს რაიმე სტანდარტებზე ლაპარაკს, აზრი არა აქვს თვითცენზურისკენ მოწოდებას. აზრი არა აქვს მათ გაუნათლებლობაზე და თავხედობაზე საუბარს. საშიშია, ნამდვილად საშიშია ეს ყველაფერი, რადგანაც არცერთი მოქალაქე დაცული არ არის იმ ტერორისგან, რაც მათი მხრიდან ხორციელდება. სწორედ ამიტომ უნდა იქნას მიღებული კანონი, რომელიც მოახდენს ამ უბედურების დარეგულირებას. კანონი უნდა იქნას მიღებული იმ წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც აუცილებლად იქნება აგრესიული ლიბერალიზმის დასავლელი ლობისტებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – კანონი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული“- წერს გია გაბრიჭიძე.

Back to top button