ლევან ნიკოლეიშვილი: გინდა ტელევიზია უწოდე, გინდა ჟურნალისტი დაირქვი, ფაქტია რომ არ ხარ! ფულით დაბრმავებამ სამშობლოს, ზრდილობის და ღირსების დავიწყებაც იცის

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას ეხმიანება. მისი თქმით ისინი კითხვას სვამენ, პასუხს არ ელოდებიან, ტყუილების და პანიკის ნიაღვარს აფრქვევენ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან „ჩვეულებრივად,“ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თანამშრომლობენ, ადამიანებს ოჯახში უვარდებიან, არასრულწლოვან წევრებს აშინებენ და აბულინგებენ, საკუთარ რელიგიას და პატრიარქს ლანძღავენ. სამწუხაროა, მთავარი კი ის არის, რომ ეს არც მედიაა და არც თავისუფალი სიტყვა და არც დემოკრატია!

 

„გინდა ტელევიზია უწოდე, გინდა ჟურნალისტი დაირქვი, გინდა პოლიტიკოსი და გინდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტია რომ არ ხარ! ფულით დაბრმავებამ, უკვე სამშობლოს (საერთოდ თუ იცი რა არის, ეს საკითხავია მხოლოდ!) დავიწყებაც იცის, ზრდილობისა და ღირსებისაც (ისიც საკითხავია თუ გაქვს!), აი ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ გვხვდება თითქმის ყოველდღიურად-ე.წ. მედია სივრცეში, უფრო სწორედ კი რადიკალური ოპოზიციის პარტიულ-დეზინფორმაციულ, ე.წ ტელევიზიებისა და ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან! კითხვას სვამენ, პასუხს არ ელოდებიან, კივიან და წივიან, კორონა ვირუსის გავრცელება უხარიათ, ტყუილების და პანიკის ნიაღვარს აფრქვევენ, საქართველოს ზიზღით ყოველგვარ სისაძაგლეს ჩადიან, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან „ჩვეულებრივად,“ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თანამშრომლობენ, სხვა ქვეყნის ურჯულო არაკაცებს ემლიქვნელებიან, ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, ადამიანებს ოჯახში უვარდებიან, კარებზე უკაკუნებენ, ზარს რეკავენ-არ უღებენ მაშინ აბრახუნებენ, ღობეზე მიძვრებიან და ოჯახის არასრულწლოვან წევრებს აშინებენ და აბულინგებენ, საკუთარ რელიგიას და პატრიარქს ლანძღავენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მეტად უზრდელად მიმართავენ და ენას წაუტლიკინებენ ჰგონიათ, რომ უფრო კარგი ტიპები არიან! ომს და რევოლუციას ელიან და აანონსებენ, ლაჩრებს გმირებს ეძახიან, კრიმინალებსა და ქვეყნის გამყიდველებს მთავარსარდლებს, სამწუხაროა, კი არა ტრაგედია, მათი პირადი ტრაგედია, ოღონდ, მთავარი კი ის არის, რომ ეს არც მედიაა და არც თავისუფალი სიტყვა, და არც დემოკრატია! ეს ყველაფერი კი, საქართველოში, ოჯახში გაზრდილ, ნამდვილ უნივერსიტეტში განათლებული და მორწმუნე ხალხისთვის მიუღებელია, ხოლო საპირისპიროდ გაუზრდელ, გაუნათლებელ, უღირსო და უღმერთო არსებებისთვის კი მისაღებიც და მოსაწონიც! ყველაზე ამმაზრენი კი ის არის, რომ ჯერ უზრდელობენ, მერე შეურაცხყოფაზე გადადიან, საპასუხო რეაგირების შემთხვევაში, კი დასხდებიან და ტირიან და ჩივიან, როგორც მათი ერთ-ერთი „მედია მენეჯერი“ პატარა ჭუტა“- წერს ნიკოლეიშვილი.

Back to top button