ნუთუ ყველასთვის ასე მარტივია ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადონ შენ და შენი ოჯახი – დაჟინებით, ყიჟინით გიმტკიცონ ეს შეურაცხმყოფელი სიცრუე?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
“უმძიმესი შეურაცხყოფის, სიმდაბლის და სიბინძურის პროგანდაა რაც ვიხილეთ და არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესი, ,,კაგებეს” საუკეთესო ტრადიციებში.
ირაკლი კობახიძე საქართველოს კეთილსინდისიერი პატრიოტია და მისი ძლიერი ლიდერი!
საქართველო და მისი ინტერესებია თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი” – წერს ჩიქოვანი.