შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი “ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაშია

„ნათელია, რომ “ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა “ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე სამუშაოდ პარლამენტის მიერ შექმნილ ჯგუფებსა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებებზე ისაუბრა.

 

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას”.

Back to top button