,,გასაგებია, რომ ქალბატონი კელი დეგნანი სრულ იგნორს უკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრების სრულიად ლეგიტიმურ შეკითხვებს და თავისი დუმილით საზოგადოებაში იწვევს განცდას, რომ ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა,” – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
როგორც გაბრიჭიძე წერს, საინტერესო იქნება ბიძინა ივანიშვილის განცხადება, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩს.
,,გასაგებია, რომ ქალბატონი კელი დეგნანი სრულ იგნორს უკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრების სრულიად ლეგიტიმურ შეკითხვებს და თავისი დუმილით საზოგადოებაში იწვევს განცდას, რომ ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა თუნდაც იმ საკითხში, რომ ქალბატონი დეგნანი აშკარად ლობირებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს 12 პუნქტის შესრულების პროცესს და რაც მთავარია ყველანაირად უწყობს ხელს პოლიტიკური დეპოლარიზაციის გაღვივებას. ამ პირობებში ბიძინა ივანიშვილის პასუხი შეკითხვაზე – 24 თებერვლის შემდეგ შეხვდა თუ არა აშშ-ს ელჩს და იყო თუ არა საუბარი უკრაინა რუსეთის ომში საქართველოს ჩართვაზე (ცხადია საუბრის დეტალები არ უნდა გასაჯაროვდეს), ყველა “ი”-ს თავზე წერტილებს დასვამს. დაველოდოთ რა რეაქცია ექნება ბატონ ივანიშვილს ამ მეტად საჭირბოროტო საკითხის მიმართ” – წერს გაბრიჭიძე.