საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად
მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად
მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში”,-წერს პრემიერ-მინისტრი.