საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.
ამის შესახებ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ დაწერა.
“ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას”, – წერს ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა დიმიტრი ხუნდაძესთან და სოზარ სუბართან ერთად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ივნისში დატოვა.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატია საჭირო, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.