ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ამერიკის ელჩ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
მისი თქმით ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას.
„ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას.. დღესაც გამოვიდა და რა გავიგეთ? ვერაფერი. ქალბატონო ელჩო, ცუდ საქმეზე წასწრებული ბავშვივით რატომ ლუღლუღებთ? გამოდით და თქვით სიმართლე ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა ვიცოდეთ თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს… თუ დასამალი არ გქონდათ, სანამ ენა მარწუხებით არ ამოგაგლიჯეს, რატომ არ თქვით, რომ შეხვდით ბატონ ბიძინას? აი რატომ?“- წერს ირაკლი ლატარია.