ლევან ნიკოლეიშვილი: თუ დაუკვირდებით რადიკალური ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და არასამთავრობოების მიერ კელი დეგნანის დასაცავად განწირულ პათოსს, მივხვდებით როგორ გაუჭირდა დეგნანს გუშინ და დღეს – ვნახოთ რას იზამს ხვალ

„დარწმუნებული ვარ გარდა იმისა, რომ საჭირო გახდა მომზადებულიყო შესაბამისი პასუხებისთვის, ასევე მინიმუმ მცირე შენიშვნაც აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებისაგან. თუმცა როგორც ჩანს შენიშვნა ან არ იყო ისეთი, რომელიც მას უფრო დააფიქრებდა, ან ისევ თვითნებობას მიჰყო ხელი“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც ამერიკის ელჩის კელი დეგნანის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე თუ ომზე არ საუბრობდა, რატომ მალავდა შეხვედრას?

 

„ქალბატონ კელი დეგნანს რომ გარკვეული დრო დასჭირდა, რომ გუშინდელ ამბებს გამოხმაურებოდა ბევრ რამეზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ გარდა იმისა, რომ საჭირო გახდა მომზადებულიყო შესაბამისი პასუხებისთვის, ასევე მინიმუმ მცირე შენიშვნაც აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებისაგან. თუმცა როგორც ჩანს შენიშვნა ან არ იყო ისეთი, რომელიც მას უფრო დააფიქრებდა, ან ისევ თვითნებობას მიჰყო ხელი. ტაქტიკა, რომელიც მან ამჯერად აირჩია, ძალიან საინტერესოა, თუმცა დიდ სიახლეს აქ ვერ ვხედავთ. ისევ და ისევ ტყუილის გამართლების მცდელობა, ტყუილის რომელსაც ქალბატონი დეგნანი გვიმტკიცებდა რომ ბიძინა ივანიშვილის არ შეხვედრია, მას მერე კი რაც, ბატონმა ივანიშვილმა გუშინ ბრძანა რომ შეხვედრა შედგა, კელი დეგნანი ამბობს: „როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.” ინტერვიუდან აი ეს ამონარიდიც კი, მე მაძლევს საფუძველს კიდევ დავაზუსტო შეკითხვები: უკაცრავად, კელი დეგნან, არ იძახდით არ შევხვედრივარო? „ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზეო,“ კი მაგრამ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან ელჩი საუბრობს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობაზე და აშშ-ის ძალისხმევაზე საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერაზე და ამას პირად შეხვედრას ეძახის? ამ საკითხებზე მგონი მთავრობასთან უნდა ემსჯელა და მისამართი არ იცის, არ იღებენ, თუ მისასვლელი პირი არა აქვს? „არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომშიო“-რომ ამბობს ქალბატონი დეგნანი, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, თუ ომზე არ საუბრობდა, რატომ მალავდა შეხვედრას? ისევ ვერ ითმენს ქალბატონი ელჩი ხელისუფლების კრიტიკას, თუმც ამჯერად რადიკალური ოპოზიციის ქება-მხარდაჭერისგან ცოტა თავი შეიკავა, სამაგიეროდ რადიკალური ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და მათივე არასამთავრობოების მიერ, დეგნანის დასაცავად განსაკუთრებულ და განწირულ პათოსს თუ კარგად დაუკვირდებით, აუცილებლად მივხვდებით კელი დეგნანს, როგორ გაუჭირდა გუშინ და დღეს. ვნახოთ რას იზამს ხვალ, ზეგ, იმედია სახელმწიფო დეპარტამენტს შენიშვნიდან საყვედურზე გადასვლა არ მოუწევს, თორემ იქიდან დიპლომატის კარიერის დასრულებამდე ერთი ნაბიჯია, ვადამდე ალბათ არა, მაგრამ შემდგომი კი აუცილებლად!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Back to top button