ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის დედის ქალბატონი თამარ ზაალიშვილის facebook სტატუს ეხმიანება.
„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდი, ქართული ჟურნალისტიკის მძიმე მდგომარეობის შესახებ დავწერე დღეს სტატუსი და აგერ ახდა კიდეც. ეს არის ველურობის,უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში. ვის და რას უმტკიცებენ ამით ეს “ურნალისტები”? ან ტელეარხი ვინც მათ ასეთ დავალებას აძლევს. მე მგონი არც არავის და არაფერს არ უმტკიცებენ, უბრალოდ საკუთარ პათოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის და ეს!“ – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.