პრემიერი: ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში

ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ არ იყო დაცული საკუთრების უფლება საქართველოში 2012 წლამდე. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადმიანს აქვს რა თქმა უნდა უფლება იმისა, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი, რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ადმიანების კერძო საკუთრება, ეს არის ხელშეუხებელი უფლება ჩვენი მოქალაქეების. მეორე რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ სპეკულაციებთან დაკავშირებით, ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

 

„ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, არა თუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გააზრებული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა შარშან გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8 %-ის ზრდა მივიღეთ შარშან. წელს თითქმის დასრულებულია შეიძლება ითქვას პანდემია, აღარ არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ზრდა ასე ვთქვათ, ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button