,,გიას ვიცნობ, უწესიერესი ადამიანია, მართლაც მთელ ,,ედეპეში” და იმ ქართულ პოლიტიკაში, თავისი კულტურით გამორჩეულია,’’- ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია PALITRA NEWS ეთერში ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის მამის გია კობახიძის შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს, საუბრის დროს, მან უთხრა დავით არახამიას მიერ გია კობახიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელი ამბავია.
,,დიახ, სააკაშვილმაც იგივე თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია და ამას გაუსვა ხაზი, მაგრამ იმის იქეთ აღარ წავიდა. შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მე შევედი და მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ქონია, აი საერთოდ. გამიკვირდა კიდეც. იგივე იყო ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.