,,აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი თავისივე კონგრესისა და უკრაინის ხელისუფლების მოწოდებას ეწინააღმდეგებიან – თავს არიდებენ რუსეთის “ტერორიზმის სპონსორ-სახელმწიფოდ” აღიარებას, ანუ შეიყვანონ რუსეთი ისეთი სახელმწიფოების რიგში, როგორებიც იყო ლიბია, ერაყი, სამხრეთ იემენი და სირია, ხოლო ამჟამად, კუბა, ირანი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი წერს ნიშანდობლივია აშშ-ს ხელმძღვანელობის გამოფხიზლება და მცდელობა – უკვე თავად გამოვიდეს უკრაინის ხელისუფლების ტყვეობიდან, რომელიც ამჟამად ცდილობს რუსეთთან მეორე ფრონტი ამერიკელებს გაახსნევინონ.
,,აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი თავისივე კონგრესისა და უკრაინის ხელისუფლების მოწოდებას ეწინააღმდეგებიან – თავს არიდებენ რუსეთის “ტერორიზმის სპონსორ-სახელმწიფოდ” აღიარებას, ანუ შეიყვანონ რუსეთი ისეთი სახელმწიფოების რიგში, როგორებიც იყო ლიბია, ერაყი, სამხრეთ იემენი და სირია, ხოლო ამჟამად, კუბა, ირანი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. ნიშანდობლივია აშშ-ს ხელმძღვანელობის გამოფხიზლება და მცდელობა – უკვე თავად გამოვიდეს უკრაინის ხელისუფლების ტყვეობიდან, რომელიც ამჟამად ცდილობს რუსეთთან მეორე ფრონტი ამერიკელებს გაახსნევინონ.
ბლინკენის განმარტებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიის “ნარჩენების” მოსპობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების წინაშე. გასაგებია, რომ საქართველოს “მოჩვენებები”, თითქოს უკრაინის ხელისუფლება და მისი ამერიკელი ლობისტები ჩვენი ქვეყნის რუსეთთან ომის ჩათრევას – სადავეებს “ФСБ”-ს სახელმძღვანელოებიდან იღებენ, მაგრამ როდესაც იგივე უკრაინელები და იგივე ამერიკელები, ამჟამად უკვე თეთრ სახლს უკიჟინებენ რუსეთთან პირდაპირ ომში ჩაბმას – რომელ სახელმძღვანელოებს იყენებენ ისინი?” – წერს ქართველიშვილი.