„უხერხული კი არა ამორალურიცაა, დააბრალო რამე მაღალ პროფესიონალიზმით გამორჩეულ მფრინავებს, ან საფრენი აპარატის ტექნიკურ გაუმართაობაზე იმსჯელო ან სხვა მიზეზებზე, ყველაფერი უნდა გაირკვეს გამოძიების შედეგად!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რაც შეეხება „პუმა“-ს ტიპის ვერტმფრენის გამოყენება-არ გამოყენების თემას:
„პუმა“-ს ტიპის ვერტმფრენები, რომელიც საქართველოში იმყოფება არ არის შესაბამისად აღჭურვილი და მას არ შეუძლია შეასრულოს სატრანსპორტო, სამძებრო სამაშველო ფუნქციები. „გუშინ, საქართველოში დიდი ტრაგედია მოხდა, ტურისტის გადარჩენის მიზნით სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა, სადაც ეკიპაჟის წევრების გარდა სამაშველო სამსახური და ექიმები იმყოფებოდნენ, სამწუხაროდ ყველა მათგანი დაიღუპა.
ცხადია აქ ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ყველანი ვიზიარებთ დაღუპული გმირების ტრაგედიას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს, სახელმწიფომ გლოვის დღე გამოაცხადა, ქვეყანაში დაშვებულია დროშები… ასევე, ცხადი უნდა იყოს, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზა და საგამომძიებლო მოქმედებები, მანამდე ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი ცოტა არ იყოს უხერხულია! უხერხული კი არა, ამორალურიცაა დააბრალო რამე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ მფრინავებს, ან საფრენი აპარატის ტექნიკურ გაუმართაობაზე იმსჯელო ან სხვა მიზეზებზე, ყველაფერი უნდა გაირკვეს გამოძიების შედეგად! სამწუხაროა, რომ განსაკუთრებით ამორალურობისა და ზნედაცემულობის ნიმუშს ისევ და ისევ გვთავაზობენ ზოგიერთი მედია საშუალებები და მათი რესპონდენტები, როდესაც თავის დაბალი დონის ვერსიებს გვთავაზობენ და ამით პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ დაღუპულთა ჯერ კიდევ გაუციებელ ცხედრებსა და მათ ოჯახებს, ზაფრავენ საზოგადოებას, ამ ყველაფერს კი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ! ასევე, უზომოდ სამწუხაროა, როდესაც საუბარი მიდის იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის ვერტმფრენით ჯობდა ამ ოპერაციის ჩატარება, როგორ ფიქრობთ რამდენი წარმატებული სამძებრო-სამაშველო ჰქონდა განხორციელებული მფრინავ ზაზა ლორიას, მან საფრენი აპარატის მართვა არ იცოდა თუ სამაშველოდ გაფრენილს მის ეკიპაჟის, საკუთარი თავის, მაშველების და მედიკოსების სიკვდილი უნდოდა თუ ხალხის გადარჩენა? ახლა კი რაც შეეხება „გენიოსების“ მიერ გაჟღერებულ თემას „პუმა“-ს ტიპის ვერტმფრენის გამოყენება-არ გამოყენების თემას:
- „პუმა“-ს ტიპის ვერტმფრენები, რომელიც საქართველოში იმყოფება არ არის შესაბამისად აღჭურვილი: მას არ შეუძლია შეასრულოს სატრანსპორტო, სამძებრო სამაშველო ფუნქციები, უფრო მეტიც ეს“პუმები,“ გახლავთ „ლუქშერით“ (ფუფუნება-კომფორტით) „აღჭურვილი“, რის გამოც და რისთვისაც, ის ამ სახით შეუკვეთა და შეიძინა თავის დროზე სააკაშვილმა;
- სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის, სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ტიპისა თუ მოდიფიკაციის ვერტმფრენებს, ისეთებსაც როგორიც მი-8, მი-8 ტ, მათ შორის NATO-ს წევრი ქვეყნებიც, მიზეზი კი მარტივია, პროფესიონალები თვლიან, რომ სხვადასხვა კლიმატურ პირობებისა და ლანდშაფტის შემთხვევაში, ასევე ტვირთამწეობის გამო მათ გამოყენება უფრო უპრიანია.
სამწუხაროდ, ასეთ ტრაგედიები ხდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის NATO-ს, EU-ს სახელმწიფოებში, შეერთებულ შტატებსა თუ კანადაში, ავსტრალიაში თუ იაპონიაში, მაგრამ არსად გამოძიების დამთავრებამდე არც მედიის წარმომადგენლები და არც ცალკეული პოლიტიკოსები თავს უფლებას არ აძლევენ, იმსჯელონ იმაზე რაც მათ არ იციან, გააკეთონ დასკვნები იმაზე რაც აბსურდია და რაც მთავარია პოლიტიკური სპეკულაციებით ითამაშონ ჯერ არ გაციებული ცხედრებზე და პატივი არ სცენ მათ! იქ, უბრალოდ სდუმან, ყვავილები მიაქვთ ტრაგედიის ადგილზე და მოთმინებით ელიან ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს. ვუერთდები სრულიად საქართველოს ტკივილს და კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.