ჩვენი ნაცმარგინალები ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “რუსეთის აგენტია”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, რითაც The New York Times-ის სტატიას ეხმიანება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის.
„ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “რუსეთის აგენტია”.
ამერიკის ტოპ დიპლომატი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. თუმცა, არ მგონია, რომ ამ თემაზე სააკაშვილის რომელიმე მარიონეტმა საჯარო კომენტარი გააკეთოს, მეტადრე ამერიკის გრანტებზე ჩამოკიდებულმა ე.წ. ნეიტრალურმა NGO-ებმა.
პარადოქსი კი ისაა, რომ როცა საქართველოს ხელისუფლება ახორციელბს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს საქართველოს რადიკალების მიერ გასაკიცხია. ხოლო, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პირველად, ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა მის რუს კოლეგას, ლავროვს“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.