„პარტიასთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ არის. შევხედავთ, როგორ განვითარდება პროცესები და იმის მიხედვით. ამ ეტაპისთვის საერთოდ არ განიხილება მსგავსი თემა, რომ ჩვენ პარტიულ წარმონაქმნზე ვიფიქროთ“- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ვინმე კულუარულად ფიქრობს, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნოს, ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან.
„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ინფორმაციის მიწოდება. დღე არ გავა, რომ ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებდეთ და დამატებით კითხვებს არ ვუსვამდეთ, რადგან პასუხი არ მივიღეთ. უდიდესი ზეწოლა განხორციელდა – ზოგი ქილიკით, ზოგი შეურაცხყოფებით, ზოგიც თქვენმა ტელევიზიებმა თავდასხმად მონათლეს, ეს არ არის თავდასხმა.
ეს არის მარტივად, გასაგებ ენაზე, ახსნილი სუვერენული სახელმწიფოს, პარლამენტის წევრის ნორმალური კითხვები იმ რეალობიდან გამომდინარე რა კითხვებიც მე დავსვი, მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი წარმოადგინეთ როგორც თავდასხმა ელჩზე.
ხვალ და ზეგ ჩვენ ამ ყველაფერს გავივლით და მივხვდებით, რომ ეს არ არის თავდასხმა, არამედ როგორი ღიაც არის პარტნიორული ურთიერთობა გვინდა, რომ მსგავსი ქმედებებით არ დაზიანდეს. როცა ვიღაც ამ ქვეყანაში კულუარულად ფიქრობს, რომ აქ რაღაცეები შეცვალოს და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნოს, ამას შევეწინააღმდეგებით ყოველთვის“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.