გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეებისგან თავის არიდება

,,ჩვენი მიზანი ყოველთვის არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეებისგან თავის არიდება. ეს იქნება ომის, პროვოკაციების, დესტაბილიზაციის, თუ ნებისმიერი ტიპის საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს დააზიანებს. სწორედ ამიტომ, ვთვლიდით, რომ საზოგადოება არის ის მთავარი ძალა, რომელმაც უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს,’’- განაცხადა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

 

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას უნდა ქონდეს საჭირო ინფორმაცია მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ქონდეს საჭირო ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის დღეს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, არის საქართველოში. აქედან გამომდინარე, დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ქვია „ხალხის ძალა“. ხალხის ძალა არის და იქნება დემოკრატიის ქვაკუთხედი. ცივილიზებული სამყაროს პრინციპი ყოველთვის იყო ხალხის ძალის მიერ გადაწყვეტილი.

 

ბუნებრივია, დღეს თუ ვინმეს შეუძლია, რომ იმ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რაც არის საქართველოში ეს არის სწორედ ხალხის ძალა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ არჩევნების შუა პერიოდში, რომ საზოგადოება არის ის ძალა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ ექნება ისეთი ძალა, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევებს,’’- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Back to top button