ამირან გიგუაშვილი: ორგანიზაცია აფილირებულია კეზერაშვილთან და ფაქტია, რომ ის კამპანია, რაც კეთდება ბოლო პერიოდში უჩა მამაცაშვილის მიმართ, აღნიშნული პიროვნებების კერძო ინტერესებს უკავშირდება

,,ყველა ბრალდება, რომელიც გაჟღერდა ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ, არის სრული აბსურდი, ცილისწამება. ლაშა ფარულავამ დაადასტურა, რომ ის იყო გიორგი კოდუას დაქირავებული დირექტორი ერთ-ერთ კომპანიაში,’’- განაცხადა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

 

როგორც გიგუაშვილი აღნიშნავს, ლაშა ფარულავას კომპანიამ, რომელიც აფილირებულია კეზერაშვილთან ვერ შეძლო რეექსპორტის განხორციელება სომხეთში, რაშიც უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ უჩა მამაცაშვილს.

 

,,მათ ვერ შეძლეს ნავთობის რეექსპორტის განხორციელება სომხეთში. ამაში, მათი უსაფუძვლო მოსაზრებებით ბრალი მიუძღვის ბატონ უჩა მამაცაშვილს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი ეს კამპანია რეალურად არის მათი მხრიდან შურისძიების კამპანია. მეორე მხრივ, ეს ორგანიზაცია აფილირებულია ბატონ კეზერაშვილთან და შესაბამისად ფაქტია, რომ ის განცხადებები, ის კამპანია, რაც კეთდება ბოლო პერიოდში ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ შესაძლოა აღნიშნული პიროვნებების კერძო ინტერესებს უკავშირდება,’’ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

სასამართლოში ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სამოქალაქო დავა გრძელდება. პროცესი დასკვნით ეტაპზეა, მამაცაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ცილისწამებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

Back to top button