გურამ მაჭარაშვილი: თავდასხმა თუ რამეა, ეს იყო სწორედ სააკაშვილის მხრიდან ევროპაზე, ასევე ნიკა გვარამიას მხრიდან შეერთებული შტატების ელჩზე და სამწუხაროდ ხმა არავის ამოუღია

„მე ვიდეოები ვაჩვენე მედიასაც და ოპოზიციასაც, თავდასხმა თუ რამე არის, ეს იყო სწორედ სააკაშვილის მხრიდან ევროპაზე, ასევე ნიკა გვარამიას მხრიდან შეერთებული შტატების ელჩზე და სამწუხაროდ მაშინ ხმა არავის ამოუღია“- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით როცა კითხვები არსებობს ბუნებრივია, რომ ეს კითხვები ვერ ჩაითვლება თავდასხმად, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამის მტკიცებულებები უკვე დაგვიდო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ ჩვენი არცერთი კითხვა და არცერთი განცხადება არ არის მიმართული საელჩოს საწინააღმდეგოდ და არც ანტიდასავლური არ არის, ეს რომ ვერ მოიძიეს იმიტომაც ჩაცხრა მათი ეს არასწორი კამპანია“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Back to top button