„ნაცმოძრაობის“ მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ ხელისუფლების ჩამოშლის პროცესში,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ირჩევდნენ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას, ქონდათ მოლოდინი, რომ ის კრიტიკულად იქნებოდა განწყობილი, რადგან დემოკრატია ამ პროცესს ითვალისწინებს. თუმცა, მისთვის გაუგებარია, როდესაც სახალხო დამცველი მიტინგზე გამოვიდა და ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვა.
,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს, ეს დემოკრატიული გადაწყვეტა იყო. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა, ამას შეგუებულები ვიყავით. ანუ, კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, თუნდაც სუბიექტური, თუნდაც ისეთი, რომელიც ობიექტურობის ჩარჩოებს ცდება, ამისთვის მზად ვიყავით. მაგრამ, პირადად მე, ნამდვილად არ მეგონა, გულწრფელად გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის“ წევრებთან, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.