ლევან ჭოტორლიშვილი: პირდაპირ ომში ჩათრევა არ გამოვიდა და ახლა ცდილობენ მოახდინონ სისხლისღვრის ინსპირირება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ომი

ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80-იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს.

“საელჩოდან (თავად იცით რომელი) ახალი მეტოდიჩკა მიიღეს ენჯეოებმა და მედიამ. ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის. მოახდინონ სისხლისღვრის ინსპირირება რასაც შეიძლება მოჰყვეს ომი. პირდაპირ ომში ჩათრევა არ გამოვიდა და ტაქტიკა შეცვალეს. ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს აფხაზებთან და ოსებთან. უბრალოდ ეხლა პროპაგანდის მეტი საშუალება აქვთ ტოქსიკური ტელეარხების სახით”- წერს ჭოტორლიშვილი.

Back to top button