კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად დანილოვმა დანილოვმა საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა.
„რაო აკია, პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი? გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან შვებულებაში უშვებს? შენ თუ დააფრთხობდი ეგრე მაგათ, რახან „ვაგნერი“ გამოგზავნეს!“ – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.
ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ტელეარხ 24“-თან განაცხადა, რომ საქართველომ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მოლდოვა, რომელმაც დაკარგა დნესტრისპირეთი, უნდა მიჰბაძოს უკრაინის მაგალითს, რათა „რუსეთი დაშალოს“.