ზურაბ ქადაგიძე: მასობრივი ხასიათის ქსენოფობიური გამოვლინება არც უსაქმურობითაა გამოწვეული და არც იდეათა უქონლობით; ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ

„გაზაფხულზე დაწყებული ქსენოფობიური კამპანია ჩაუვარდათ ჩვენ საამაყო რადიკალებს და ახალი აგონია დაიწყეს“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 

„ახალი “სიგიჟეები” მოიფიქრეს უსაქმურმა რადიკალებმა, მასობრივი იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ რუსი ტურისტების… კარგი იდეაა: პატარა გეტო-სივრცეები გავაკეთოთ ზოგი ზღვის სანაპიროზე, ზოგიც რეკრეაციულ სივრცეებში, შემოვღობოთ და შიგ შევყაროთ რუსი ტურისტები…თან მკლავზე სახვევი გავუკეთოთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნით, კომენდატად ლяკა ხოშტარია დავუნიშნოთ, ხელში ჭრელი ჯოხი დაიჭიროს და თუ ვინიცობაა გზად შემოხვდა, “ბორდიულიდან” ჩარეკავს ტურისტებს…

 

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად ეს მასობრივი ხასიათის ქსენოფობიური გამოვლინება არც უსაქმურობითაა გამოწვეული და არც იდეათა უქონლობით… ჩვეულებრივი დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ… რეალურად ტურისტების ნაკადი იმაზე ნაკლებია ვიდრე 2019 წელს და რაც მთავარია რუსეთიდან შემოსულთა უმეტესობა ეთნიკურად ქართველია… სავიზო რეჟიმი, რომ დააწესო რა მნიშვნელობა ექნება 6 თვით შემოვა ე.წ. “აგენტი” ქვეყანაში, თუ 3-ით? თუ ადამიანს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს, ვერ აუკრძალავ საზღვრის გადმოკვეთას… მოკლედ, გაზაფხულზე დაწყებული ქსენოფობიური კამპანია ჩაუვარდათ ჩვენ საამაყო რადიკალებს და ახალი აგონია დაიწყეს…“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button