თამთა მეგრელიშვილი: იმედია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დიდხანს ვერავინ გაბედავს ტალახის სროლას და ტყუილის დაბრალებას ადამიანისთვის

,,ამ წუთებში სასამართლოში „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სამოქალაქო დავა გრძელდება. “ანტიკორუფციული მოძრაობის” მიღმა სამეულის პირადმა ინტერესებმა თავი მაინც ვერ დამალა!”- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სასამართლო პროცეს, რომელიც უჩა მამაცაშვილის სამოქალაქო დავას შეეხება.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, “შესანიშნავი” სამეული, რომელიც შეიკრა უჩა მამაცაშვილს წინააღმდეგ ამტკიცებს, რომ მამაცაშვილის გამო, მათ ვერ მოახერხეს რეექსპორტის განხორციელება სომხეთში, რაც მეგრელიშვილის თქმით აბსურდია. ,,ამ წუთებში სასამართლოში

 

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ უჩა მამაცაშვილის სამოქალაქო დავა გრძელდება. “ანტიკორუფციული მოძრაობის” მიღმა სამეულის პირადმა ინტერესებმა თავი მაინც ვერ დამალა! პროცესი დასკვნით ეტაპზეა, რამდენიმე წუთი რჩება სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

 

მამაცაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ცილისწამებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გამოიკვეთა, რომ უჩა მამაცაშვილის მიმართ პირადი შურისძიების სქემაში ჩართულია ლაშა ფარულავა გიორგი კოდუასთან დაახლოებული პირი (ის იყო მისი ერთ – ერთი კომპანიის დაქირავებული დირექტორი) ასევე მისი ამ საქმეში ნახსენები კომპანია აფილირებულია დავით კეზერაშვილთან.

“შესანიშნავი” სამეული რომელიც შეიკრა უჩა მამაცაშვილს წინააღმდეგ ამტკიცებს, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილის გამო მათ ვერ მოახერხეს რეექსპორტის განხორციელება სომხეთში. “ყველა ბრალდება, რომელიც გაჟღერდა უჩა მამაცაშვილის მიმართ, არის სრული აბსურდი და ცილისწამება” აცხადებს ჩემი კოლეგა და მეგობარი ამირან გიგუაშვილი და მჯერა ის ამ სიტყვებს დაამტკიცებს. ასევე მჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება თავის დასკვნით სიტყვას იტყვის ამ საქმეში და ეს საქმე გახდება პრეცედენტი იმისა, რომ აიკრძალოს უსაფუძვლო ცილისწამება! იმედია ამის შემდეგ დიდხანს ვერავინ გაბედავს ტალახის სროლას და ტყუილის დაბრალებას ადამიანისთვის. იმედია სასამართლო დადგება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს გადაწყვეტილებას, სადაც სიმართლე გაიმარჯვებს და ეს სიმართლე კეზერაშვილის ლაქიებისთვის და ზოგადად ოპოზიციური არხებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება!” წერს მეგრელიშვილი.

Back to top button