კახა ოქრიაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღირსება სიცოცხლის ფასად დაიცვეს

პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“წელს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 14 წელი გავიდა.

ქედს ვიხრი ჩვენი ქართველ გმირების წინაშე, რომლებმაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ღირსება საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა მათ წინაშე, ბოლომდე ვიბრძოლოთ ძლიერი, ერთიანი საქართველოსთვის, რომლის ისტორიული ადგილი ევროპულ ოჯახშია” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

Back to top button