ანდრია გვიდიანი: ნაცმოძრაობის სახით მოქმედი მეხუთე კოლონა არ ჩერდება და სადავოდ ხდის ომის დაწყების თარიღს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ინტერესებს

ომის თარიღის ირგვლივ თუ ვინმე ემსახურება რუსულ რიტორიკას, ეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა”. გასაგებია, რომ ღალატის პარტიას არ სურს სიღრმეებში ჩასვლა და დეტალური მსჯელობა. ზუსტად იციან, რომ იმ დეტალებში მათი უგუნური და მეორე მხრივ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგები დახვდებათ. ამიტომ, უსუსურად ცდილობენ სადავოდ გახადონ ისეთი საკითხი, როგორიც ომის დაწყების თარიღია- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ დისკუსიას.

 

მისი თქმით ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, აქეთ გვიკითხავენ პატრიოტიზმზე ლექციებს.

 

“ნაც-მოძრაობის” სახით მოქმედი მეხუთე კოლონა არ ჩერდება და სადავოდ ხდის ომის დაწყების თარიღს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ინტერესებს. ომის თარიღის ირგვლივ თუ ვინმე ემსახურება რუსულ რიტორიკას, ეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა”. გასაგებია, რომ ღალატის პარტიას არ სურს სიღრმეებში ჩასვლა და დეტალური მსჯელობა. ზუსტად იციან, რომ იმ დეტალებში მათი უგუნური და მეორე მხრივ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგები დახვდებათ. ამიტომ, უსუსურად ცდილობენ სადავოდ გახადონ ისეთი საკითხი, როგორიც ომის დაწყების თარიღია. ყველას გვახსოვს, რომ “ნაც-მოძრაობამ”, ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ საქართველო იყო ომის დაწყებაში დადანაშაულებული. ისიც კარგად გვახსოვს, ამ რეზოლუციაზე ხელისმოწერას, იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უსუსურად რომ “აპრავებდა”.

 

გვახსოვს მისი თავისმართლება – “რაღაც კომპრომისზე უნდა წავსულიყავით და ამიტომ მოვაწერეთ ხელი რეზოლუციასო”. ეს “რაღაც კომპრომისი” კი, საუბედუროდ, ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებაა. აი რა წერია რეზოლუციაში და რას მოაწერა ხელი “ნაციონალურმა მოძრაობამ”!!!

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის1633-ე რეზოლუციის მეხუთე პუნქტი: “2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან”. მარტივად რომ ვთქვათ, აქ წერია, რომ ომი საქართველომ 7 აგვისტოს დაიწყო. წარმოგიდგენიათ?! – აი, ამას მოაწერა “ნაც-მოძრაობამ” ხელი და დღემდე ამ ჩვენებას “აწვებიან”. ნაცვლად იმისა, რომ გაჩუმდნენ, კიდევ აქეთ გვიკითხავენ პატრიოტიზმზე ლექციებს“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

Back to top button