ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ომის დაწყების თარიღით მანიპულირებას ერთადერთი მიზანი აქვს, დაფარონ ,,ნაციონალური მოძრაობის” ღალატი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე

„გვახსოვს ბრძოლის ველზე მიტოვებული ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები, სახელმწიფოსგან მიტოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა… სამშობლოს ღალატი რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მთავარი ღალატი ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციისთვის ხმის მიცემა იყო, სადაც მე-5 პუნქტში 7 აგვისტოს კასეტური ბომბებით ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა საკუთარ ქვეყანას და ჯარს დააბრალეს.

 

„დიდება გმირებს! რუსეთი ოკუპანტია! ,,ნაციონალური მოძრაობა” არის ომის და ღალატის პარტია! რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ომის დაწყების თარიღით მანიპულირებას ერთადერთი მიზანი აქვს, დაფარონ ,,ნაციონალური მოძრაობის” ღალატი, საკუთარი ხალხის, ჯარისკაცების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე. ყველას გვახსოვს ბრძოლის ველზე მიტოვებული ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები, სახელმწიფოსგან მიტოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა… სამშობლოს ღალატი რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა: რუსეთს გადაეცა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ხელი შეუწყვეს რუსული ინვესტიციების შემოსვლას, რადგან თურმე ,,ფულს სუნი არ ქონია”.

 

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის ნაცვლად, მხარი დაუჭირა ,,მსოფლიოში სავაჭრო ორგანიზაციაში” რუსეთის გაწევრიანებას. მთავარი ღალატი კი ევროსაბჭოს N1633 რეზოლუციისთვის ხმის მიცემა იყო, სადაც მე-5 პუნქტში 7 აგვისტოს კასეტური ბომბებით ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარს. 8 აგვისტოს ომის დაწყებას ჰალსტუხიჭამია და მიწაზე მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდლის 9 აგვისტოს N402 ბრძანებულებაც ადასტურებს!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

Back to top button