საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია დასჯის აქციის, “შინ ევროპისკენ” სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის.
მისი თქმით, ეს ძალიან კარგად იცოდა მთავარმა არხმა”, “TV პირველმა” და “ფორმულამ”, მაგრამ მათ კანონის ეს მოთხოვნა არაფრად ჩააგდეს და ეს სამართალდარღვევა ძალიან მარტივად “შეიწერეს”.
„ოპოზიციურ-პოლიტიკური დირექტივაა “მთავარის”, “TV პირველის” და “ფორმულას” განცხადება: კომუნიკაციების კომისია “ოცნების” დავალებით დაგვსჯის… სინამდვილეში არანაირი ანგარიშსწორება, საქმე მხოლოდ კანონთან გვაქვს. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საქართველოში მოქმედი კანონის მოთხოვნით თუკი ქვეყანაში არ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ტელევიზიის ეთერით პოლიტიკური რეკლამის გაშვება იკრძალება.
ეს ძალიან კარგად იცოდა „მთავარმა არხმა”, “TV პირველმა” და “ფორმულამ”, მაგრამ მათ კანონის ეს მოთხოვნა არაფრად ჩააგდეს და ეს სამართალდარღვევა ძალიან მარტივად “შეიწერეს”. იფიქრეს, ამჯერადაც უპრობლემოდ “გაძვრებოდნენ”, მაგრამ არა… კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე აღნიშნული სამართალდარღვევა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრდა და კანონდამრღვევები ამ ფონზე ახმაურდნენ.
ისინი ამტკიცებენ, რომ მათ სახელისუფლებო გუნდი პოლიტიკურად უსწორდება, ისინი ამტკიცებენ, რომ თავისუფალ მედიას მოქმედი ხელისუფლება თავს ესხმის, ისინი ამტკიცებენ რომ იჩაგრებიან. სინამდვილე კი მარტივია, კანონის დამრღვევი კანონის დამრღვევია და კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა. დაარღვევ?! პასუხიც უნდა აგო! ვფიქრობ მარტივია“- წერს მეგრელიშვილი.