ყველა რომ კანონის წინაშე თანასწორია რაიმე ახალია? არ არის ჯერ საარჩევნო პერიოდი, იკრძალება მსგავსი რეკლამები და არ უნდა მოხდეს რეაგირება? ტრამპის ოფისში შევიდნენ კანონის დაცვის კუთხით და ესენი როდემდე უნდა თვლიდნენ საკუთარ თავს ზე-აღმატებულად? – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია “მთავარი არხის”, “TV პირველის” და “ფორმულა”-ს განცხადებას, რომ ხელისუფლების დავალებით მათ კომუნიკაციების კომისია “შინ ევროპისკენ” სარეკლამო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებისთვის დასჯის.
მისი თქმით, შეგნებულად აქვთ ატეხილი ისტერია, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ.
„სჯის რას ნიშნავს? ყველა რომ კანონის წინაშე თანასწორია რაიმე ახალია? არ არის ჯერ საარჩევნო პერიოდი, იკრძალება მსგავსი რეკლამები და არ უნდა მოხდეს რეაგირება? ტრამპის ოფისში შევიდნენ კანონის დაცვის კუთხით და ესენი როდემდე უნდა თვლიდნენ საკუთარ თავს ზე-აღმატებულად? არის აშკარა კანონდარღვევა და შეგნებულად აქვთ ატეხილი ისტერია, რომ თავი მსხვერპლად გამოიყვანონ მაგრამ მგონი წავიდა ის დრო, თუ დააშავებ აუცილებლად მოგეთხოვება, ტელევიზია იქნები თუ პარტია. არ გაგივათ – ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს პ. ს: ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“, არასაარჩევნო პერიოდში, სატელევიზიო ეთერში გაუშვეს პოლიტიკური რეკლამა, რაც კანონით არის აკრძალული. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ მათი უკანონო ქმედება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივრა“ – წერს ლატარია facebook – ზე.