სანამ, როგორც სჩვევიათ, ეს პოსტიც არ გააქრეს იმ მოტივით, აბა “ვინ ვის და სად მოუწოდებს ომისკენ”, ან “რატომ გვიწოდებენ ომის პარტიას”, ან მერე რომელიმე ელჩი რომ გამოესარჩლება, “რამე ხომ არ მოგელანდათო”, ან კვლავ ФСБ-ს სახელმძღვანელოებისკენ წავა მინიშნებები – მოდით, ეს მოწოდება ჩვენ შევუნარჩუნოთ ისტორიას – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილის faceboook სტატუს.
„სანამ, როგორც სჩვევიათ, ეს პოსტიც არ გააქრეს იმ მოტივით, აბა “ვინ ვის და სად მოუწოდებს ომისკენ”, ან “რატომ გვიწოდებენ ომის პარტიას”, ან მერე რომელიმე ელჩი რომ გამოესარჩლება, “რამე ხომ არ მოგელანდათო”, ან კვლავ ФСБ-ს სახელმძღვანელოებისკენ წავა მინიშნებები – მოდით, ეს მოწოდება ჩვენ შევუნარჩუნოთ ისტორიას. ამის მერე, სულ რომ თემის “და-ჰა-ჰა-ვება” დაიწყონ, “ვიხუმრეთ”-ს პონტში, ჩვენ – სერიოზულად მივიღოთ.
ყოველ მათ “ხუმრობაში” დევს მხოლოდ და მხოლოდ მათ აკვიატებულ მისწრაფებაზე დაფუძნებული, სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობა. ზუსტად ამ გზით მიდის ჯერ ვითარების გატესტვა, მერე მასთან შეგუება და ბოლოს, ომისკენ დაუფარავი მოწოდებები. აქვე მიდის იმ დასავლეთის “ჩაშვება”, რომელიც იფიცება – “თქვენი არც ომში ჩართვა გვინდა და არც თქვენი დასანქცირებაა ამასთან დაკავშირებული”.
ნურას უკაცრავად – თქვენი “პროტეჟეები” დიამეტრალურად საპირისპიროს გვიმტკიცებენ. კვლავ არ გაემიჯნებით მათ? რა სამწუხაროა…“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.