ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა ახლადდანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

Back to top button