უსამშობლონი სწორედ “ნაცები” არიან, რომლებისთვისაც დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს, ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას facebook სტატუსს.
მისი თქმით, 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს.
„ გაღმა შეედავე და გამოღმა ვეღარ შეგრჩებაო, ეს ომისა და ღალატის პარტიას “ნაციონალურ მოძრაობას” ეხება. უსამშობლონი სწორედ “ნაცები” არიან, რომლებისთვისაც: – 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს; – დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა; – ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს; – ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა; – ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის არევით და ომის გაჩაღებით.
რეალობა კი ისაა, რომ ავთენტიკური უსამშობლოები თავად ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსნები არიან. მათთვის სამშობლო კი არაა მთავარი, არამედ სამთავრობო ადგილების მოპოვება და ფუფუნებაში ცხოვრება თანამოქალაქეთა ჩაგვრის გზით. ვეღარ მოესწრებიან, რაც არ უნდა რესურსები აამოქმედონ, მათ შორის უცხოეთიდან“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.