ირაკლი ლატარია ნონა მამულაშვილზე: კარის მეზობლებსაც აღარ აინტერესებთ, სახლშიც ალბათ არავინ გესაუბრებათ, რა თვალთვალი და მიყურადება, ნეტავ ვის რაში ჭირდებით

„თბილისის ზღვის კატერის ბიჭები, ყველანი, ნონას დაჰყვებიან უკან. ეგ კი არა, მართლა რომ დაავალონ ჩვენს ძალოვანებს, შეიძლება მაგრადაც გაუტყდეთ, მოსაწყენები ხართ, მომინდომეს აქ პოპულარობა “- ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ძალოვანი სტრუქტურები უთვალთვალებენ, რაზეც ტელეკომპანია POSTV-მ დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის თანამშრომელია.

 

„ჩემი ნონა, როგორ უთვალთვალებენ.. ეგ კი არა, ბოლო ერთი კვირაა, ავტობუსის მძღოლები, მეტროს მემანქანეები, რამდენიმე მფრინავი და რაც ყველაზე მთავარია – თბილისის ზღვის კატერის ბიჭები, ყველანი ნონას დასდევენ და უკან დაჰყვებიან რამდენიმე საათის წინ გავიგე, თურმე გუბაზ სანიკიძეს, ბაჩო დოლიძეს, ნიკა მაჭუტაძესა და კიდევ უამრავ ბუმბერაზს დასდევენ ჩვენი ძალოვანები და მოსვენებას არ აძლევენ. ე, ბიჭო, კარის მეზობლებსაც აღარ აინტერესებთ, სახლშიც ალბათ არავინ გესაუბრებათ, რა თვალთვალი, რა მიყურადება? ნეტა ვის რაში ჭირდებით? ეგ კი არა, მართლა რომ დაავალონ ჩვენს ძალოვანებს, შეიძლება მაგრადაც გაუტყდეთ, მოსაწყენები ხართ მომინდომეს აქ პოპულარობა და პაპა – რაღაცეებით სირბილი“- წერს ლატარია Facebook-ზე.

Back to top button