„კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება

საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება, – ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ომბუდსმენის პოსტზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა ამ პოსტზე დამტკიცდება.

მოქმედ ომბუსდმენს – ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრამდე აქვს.

Back to top button