სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქრო სსაიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 259,25 გრამი) გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23 768,03ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Back to top button