ხათუნა ხოფერია: კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლებას ომი გამოუცხადა! მის უკან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დგას და ბოლო შანსს იყენებს საქართველოს სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ნაცმკვლელების ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად!

„კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე, ეს განცხადება ომის გამოცხადების ტოლფასია! ჩვენ არ გვყავს ამათი გადასაყენებელი ხელისუფლება!“- წერს ყოფილი პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია კელი დეგნანის განცხადების შესახებ.

 

მისი თქმით საქართველოს ხელისუფლება იცავს მშვიდობას! ხალხი იცავს მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას!

 

„ეს განცხადება უკვე წითელ ხაზებს მიღმაა და საფრთხის შემცველია, რამე თუ ვიღაც ბაღლინჯო ქალის უკან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დგას და ბოლო შანსს იყენებს საქართველოს სახელმწიფოს ჩამონგრევისა და ნაცმკვლელების ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად! კელი დეგნანმა საქართველოს ხელისუფლებას ომი გამოუცხადა! დრო მიდის…დრო ჩვენზე არ მუშაობს! ამიტომ, უნდა დავგეგმოთ და ხალხმა მივაცილოთ საზღვრამდე ეს ანომალიად ქცეული ფროიდის პაციენტი! კარგად წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ენაზე, ეს განცხადება ომის გამოცხადების ტოლფასია! ჩვენ არ გვყავს ამათი გადასაყენებელი ხელისუფლება! ეს კელის ჰგონია, რომ ხალხი ხელისუფლების გვერდით არ არის! დავანახოთ ჩვენი ძალა! დღეს საქართველოს ხელისუფლება იცავს მშვიდობას! ხალხი იცავს მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას! წადი სახლში, კელი! წადი სანამ გაგიშვით!“- წერს ხათუნა ხოფერია.

Back to top button