„ქალბატონ დეგნანს ისიც “გამორჩა”, რომ ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქმის ყოველდღიურად, სპეცსაშუალებების გამოყენებით, პოლიცია აშორიშორებდა ‘დემოკრატებისა’ და ‘რესპუბლიკელების’ მომხრეებს“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე კელი დეგნანის განცახდების შესახებ.
“აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტისგან განსხვავებით, გვესაუბრება “ნაციონალური მოძრაობის” გზავნილებით. რას ნიშნავს ე.წ. გავრილოვის ღამე?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთაგან ზოგიერთმა ძალით სცადა საქართველოს პარლამენტში ძალით შეღწევა ანუ შტურმი. 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთ მომხრეთა შეჭრას “ტრამპის ღამე თუ დღე” რომ დაერქვას, არა? მაგრამ ამგვარ შეფასებას არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი იკადრებს არც საქართველოს ხელისუფლებიდან და არც სხვა დემოკრატიული ქვეყნებიდან.
ქალბატონი დეგნანი გვესაუბრება საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე (თითქოს მხოლოდ აქაა და მეტი არსად) და ამ დროს “ავიწყდება” აშშ-ში არსებული მასშტაბური და უპრეცედენტო დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნა FBI-ის მიერ. ამას ასე სწორედაც რომ კაპიტოლიუმში აფასებენ. ქალბატონ დეგნანს ისიც “გამორჩა”, რომ ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებისას, თითქმის ყოველდღიურად, სპეცსაშუალებების გამოყენებით, პოლიცია აშორიშორებდა ‘დემოკრატებისა’ და ‘რესპუბლიკელების’ მომხრეებს. თვალთმაქცობასაც (hypocrisy) აქვს საზღვრები ქალბატონო დეგნან!”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.