გოგა ხაინდრავა: შვეიცარიამ, რომელიც იყო ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო

„სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ. ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღურია, როგორიც credit suisse-ის ყველა მოქმედება.

 

მისივე თქმით, რაც მთავარია, ამაში ჩაერთო შვეიცარიის ე.წ. თავისუფალი მედია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

 

„სრული დეგრადაცია კოლაფსი დადგა იმ ფსევდოდემოკრატიის, რომლის მოწმენი ვიყავით ამ წლების მანძილზე და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვეიცარიაა, ქვეყანა, რომელიც იყო განთქმული, ერთ-ერთი ოაზისი მშვიდობის, კანონიერების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, კერძო საკუთრების დაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ა.შ.

 

ამ ქვეყანამ ფაქტობრივად თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო 4 მარტიდან. ეს ძალიან ნათლად ჩანს იმ საქმეზე, რომელიც იქ მიმდინარეობს და ეს საქმე გასცდა უკვე კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას კონკრეტულ ბანკთან. მხედველობაში მაქვს credit Suisse, რომელიც ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა არაერთგზის გამოიტანეს განაჩენი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეწყვიტონ ყაჩაღობა, რომელსაც ისინი ჩადიან, ამ ყაჩაღობაში ჩაერთო შვეიცარიის მართლმსაჯულება და მისი გადაწყვეტილება არის ზუსტად ისეთივე უკანონო და ყაჩაღური, როგორიც არის credit suisse-ის ყველა მოქმედება, რომლის მოწმენიც ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო. რაც მთავარია, აბსოლუტურად გაუგებარია და ამაში ჩაერთო შვეიცარიის ე.წ. თავისუფალი მედია. არანაირი თავისუფალი მედია და სარედაქციო თავისუფლება არ არსებობს, ეს არის დიდი მითი, რომელიც მოიგონეს იმ ფსევდოდემოკრატიის დასაცავად, რომელიც თითქოსდა მსოფლიოში იყო წამყვანი იდეა“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, რაც შვეიცარიის საბანკო სისტემის მხრიდან ხდება, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური დევნა.

 

„მე მინდა სამი რამ დავასახელო, რაც პირდაპირ არის ჩართული დევნაში – ეს არის პირდაპირ კრიმინალური დევნა ბიძინა ივანიშვილის, რაც ხდება შვეიცარიის საბანკო სისტემის, შვეიცარიის მართლმსაჯულების და მედიის მხრიდან. შვეიცარიის „თავისუფალმა მედიამ“ არ ინება არც ერთი პუბლიკაციის დაბეჭდვა, რომელსაც სთავაზობდნენ ივანიშვილის ადვოკატები. პირველ რიგში, შვეიცარიას სჭირდებოდა ეს და არანაირად ბიძინა ივანიშვილს, რომ დაენახათ რომ უფსკრულის პირას დგანან იმიტომ, რომ სიმბოლო შვეიცარიის საბანკო სისტემის credit suisse, რომელიც არის ბაირაღი პრაქტიკულად კარგავს მთლიანად თავის სახელს და ეს პირდაპირ ურტყამს მთელ საბანკო სისტემას. ამას მოყვა აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება შვეიცარიის მართლმსაჯულების, როდესაც მან თქვა, რომ თურმე ბანკი თავის მოვალეობებს კრედიტორთან, ადამიანთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როდესაც მესამე ადამიანებთან გაარკვევს თავის ურთიერთობებს. ეს ხომ აბსურდია აბსოლუტური, ეს თავისთავად ბანკის იდეას სპობს, იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე, შენ თუ შენს კლიენტებთან რაღაც ურთიერთობა გასარკვევი გაქვს მე რა შუაში ვარ, ან ჩემი ფული რა შუაშია, ან ჩემი ურთიერთობა შენთან რა შუაშია. შენ გაარკვიე იმასთან შენი ურთიერთობა და ჩემ ტრანზაქციებს რატომ აჩერებ. მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ არანაირი დაინტერესება credit suisse-ის ამაში არ აქვს იმიტომ, რომ ივანიშვილის ფული არ არის credit suisse-ში, ის აბსოლუტურად სხვა ბანკშია. ტრასტი, რომელსაც ევალება, ასე ვთქვათ, განკარგულებები ეძლევა იმისათვის, რომ როგორ ამოძრაოს კლიენტის ფული, ის არის მხოლოდ credit suisse-ის ამიტომ, ვერანაირ მოგებას, ვერანაირ სარგებელს credit suisse ამისგან ვერ ხედავს, გარდა თვითგანადგურებისა. თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში რამდენი ადამიანია ვინც ეყრდნობოდა და ვინც ენდობოდა შვეიცარიის საბანკო სისტემას, ყველა მდიდარი ადამიანი, რა წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, როგორი რელიგიური აღმსარებლობის არ უნდა იყვნენ და როგორი ეთნიკური წარმომავლობის არ უნდა იყვნენ, დღეს შვეიცარიის საბანკო სისტემას აღარ ენდობიან. ეს არის კატასტროფა შვეიცარიისთვის. გარდა საათების წარმოების და შოკოლადის შვეიცარიას სხვა მეტი არაფერი გააჩნია. მისი ნეიტრალიტეტი, მისი საბანკო სისტემა და მისი კანონისადმი ერთგულება იყო ის, რაზეც იდგა შვეიცარია და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე ნახავთ შედეგს, რასაც ის მოიმკის“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Back to top button