ნინო ფოჩხუა: გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი და აგვიხსნას, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, ურთიერთობების დალაგება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა

„კაცს სასამართლოები მოგებული აქვს, ოფიციალურად გაფორმებული სანქციის ქვეშ არ იმყოფება, ვერანაირ კავშირებს რუსეთთან ვერ უმტკიცებენ და ამ პირობებში მილიარდამდე თანხას არ უბრუნებენ, ასე არ არის კრიმინალურ სამყაროშიც?! იმას რასაც შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანი “სუის კრედიტი” უკეთებს არა მარტო თავის თავს, არამედ მთელ თავის ქვეყანას, გამაოგნებელია“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც გოგა ხაინდრავას დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმიანება.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, იმას რასაც შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანი “სუის კრედიტი” უკეთებს არა მარტო თავის თავს, არამედ მთელ თავის ქვეყანას, გამაოგნებელია.

 

„ჩემში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გოგა ხაინდრავას ნებისმიერი ბრიფინგი თუ ინტერვიუ, რადგან ვიცი არასდროს ლაპარაკობს მიკიბ-მოკიბვით და ყველაფერს არქმევს თავის სახელს. ახლაც ასე იყო. დიახ, შვეიცარიის საბანკო სისტემის, მართლმსაჯულების და მედიის მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდება კრიმინალური დევნა! ამას სხვას ვერაფერს დაარქმევ. კაცს სასამართლოები მოგებული აქვს, ოფიციალურად გაფორმებული სანქციის ქვეშ არ იმყოფება, ვერანაირ კავშირებს რუსეთთან ვერ უმტკიცებენ და ამ პირობებში მილიარდამდე თანხას არ უბრუნებენ, ასე არ არის კრიმინალურ სამყაროშიც?! იმას რასაც შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანი “სუის კრედიტი” უკეთებს არა მარტო თავის თავს, არამედ მთელ თავის ქვეყანას, გამაოგნებელია. აქ, ამ შემთხვევაში, ვეთანხმები ოპოზიციის მოწოდებას, გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი და აგვიხსნას, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, ურთიერთობების დალაგება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა“- წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button