თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიმართ შექმნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებზე მართალია სამართალმა თავისი სიტყვა უკვე თქვა, მაგრამ აუცილებელია შვეიცარიის ელჩის პოზიციის მოსმენაც

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი კინორეჟისორის, გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამართალმა ეს დავა უკვე მოიგო, ეყოს გამბედაობა და გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი, ახსნას რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

 

მისი თქმით იყო ელჩი სხვა ქვეყნის ჭკუის სწავლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

 

„რუსეთ-უკრაინის ომმა რთული გეოპოლიტიკური პროცესების წინაშე დაგვაყენა. დავალება იყო- საქართველოშიც ომი! “ქართული ოცნების” მიერ ეს დავალება არ შესრულდა და ჩვენ მოვიგეთ მშვიდობა. ამ რთული პოლიტიკური გამოცდის ფონზე ხდებოდა ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური ძალადობა, კერძოდ ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.

 

ყურადღებას იმსახურებს ბატონი ივანიშვილის დავა “კრედიტ სუისთან“, ყველა უთანხმოება წარმოებდა იმ ზიანზე, რაც ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად განიცადა. შვეიცარიული სასამართლოს მიერ Credit Suisse-სთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ მთლიანად საბანკო სამართალს დააყენა თავდაყირა რადგან ის ძირითად სამართლებრივ პრინციპებს უგულვებელყოფდა. (უკანონოდ გადარიცხული $130 მილიონიდან ბანკმა მხოლოდ $80 მილიონი დააბრუნა, დანარჩენი $50 მილიონის დაბრუნება კი მესამე პირებთან დავაზე დამოკიდებული გახადა) მაშინ როცა თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება არ შეიძლება ეფუძნებოდეს „პირობითობას“ და მისი გადახდა სრულად ბანკის პასუხისმგებლობა უნდა იყოს.

 

ეს საკითხიც სწორ სამართლებრივ რეგულაციაში მოექცა და “ოპოზიციონერ სვავთა” პოლიტიკური აღტყინება წარსულს ჩაბარდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ შექმნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებზე მართალია სამართალმა თავისი სიტყვა უკვე თქვა, მაგრამ სამართლებრივი რეგულირების პარალელურად აუცილებელია შვეიცარიის ელჩის პოზიციის მოსმენაც. დიახ, ვეთანხმები კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას, მიუხედავად იმისა, რომ სამართალმა ეს დავა უკვე მოიგო, ეყოს გამბედაობა და გამოვიდეს შვეიცარიის ელჩი, ახსნას რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იყო ელჩი სხვა ქვეყნის ჭკუის სწავლებას ნამდვილად არ ნიშნავს. (ეს გაითვალისწინოს ამერიკის ელჩმაც) კეთილი უნდა ინებო, უნდა გამოხვიდე და შექმნილი უხერხულობა გაანეიტრალო ან გასაგებად ახსნა რა რატომ? და სად?!“- წერს მეგრელიშვილი.

Back to top button