ის, რომ საქართველოს სპეცსამსახურების რიგებში აღმოჩნდა ასეთი გარეწარი და მოღალატე, უპრეცედენტო არაა, სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსი სამწუხარო ანალოგიური “ქეისების” გათვალისწინებით. ახლა კი, პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი გადაუფარავი მძიმე დანაშაულებების უაზრო მცდელობისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, თხზავს ტრაგიკომიკურ ზღაპრებს და ცილს სწამებს, ვითომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს [მისთვის ოდესმე იყვნენ რომ თანამოაზრენი?]. ადამიანებს, რომლებმაც მას კარიერული აღმასვლის უნიკალური შანსი მისცეს, მაგრამ ვერცხლისმოყვარეობით გონებადაბინდულმა გოგაშვილმა ეს არ დააფასა – ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის გავრცელებულ წერილს.
მისი თქმით, სოსო გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფოს საიდუმლოებებით ვაჭრობდა და ამით გამდიდრდა, არა მხოლოდ კუთვნილი სასჯელის მოხდის შემდეგ, არამედ ძალიან დიდხანს დარჩება ისტორიაში როგორც ზნეობრივად უკიდურესად გახრწნილი სამარცხვინო არსება.
„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია (წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ეს უკვდავი ფრაზა ზედგამოჭრილია იოსებ (სოსო) გოგაშვილზე იგივე “დონ სოსოზე” [მისი უზომო თვითკმაყოფილებისა და ამპარტავნების პიკი იყო, როცა ასე მიმართავდნენ]. სოციალურად დაუცველის სტატუსიდან მულტიმილიონერამდე გავლილი გზისას გოგაშვილმა ვერც მანამდე და ვერც შემდგომ ვერ მოიპოვა ერთ-ერთი უდიდესი ფასეულობა – ღირსება. მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის რეალიზაციით დააგროვა დიდძალი ქონება. საკითხავია, მხოლოდ “ნაცების” პროპაგანდასთან ვაჭრობდა თუ საქართველოს სახელმწიფოს სხვა მტრებთანაც? ამას მაართლმსაჯულება აუცილებლად დაადგენს. ის, რომ საქართველოს სპეცსამსახურების რიგებში აღმოჩნდა ასეთი გარეწარი და მოღალატე, უპრეცედენტო არაა, სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსი სამწუხარო ანალოგიური “ქეისების” გათვალისწინებით.
ახლა კი, პატიმრობაში მყოფი გოგაშვილი გადაუფარავი მძიმე დანაშაულებების უაზრო მცდელობისა და ყურადღების მიქცევის მიზნით, თხზავს ტრაგიკომიკურ ზღაპრებს და ცილს სწამებს, ვითომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს [მისთვის ოდესმე იყვნენ რომ თანამოაზრენი?]. ადამიანებს, რომლებმაც მას კარიერული აღმასვლის უნიკალური შანსი მისცეს, მაგრამ ვერცხლისმოყვარეობით გონებადაბინდულმა გოგაშვილმა ეს არ დააფასა. მავანი იკითხავს – საწყის ეტაპზე რატომ დაწინაურდა სოსო გოგაშვილი თუკი ასეთი გარეწარი იყო? ამაზე არსებობს ცხოვრებისეული პასუხი – სწორედაც რომ საწყის ეტაპზე, გუნდში, სამეგობროში არავინ არასოდესაა დარწმუნებული თუ როგორ იმოქმედებს მომავალში ესა თუ ისე ადამიანი. ზოგი წინ წავა, ზოგი კი უფსკრულში გადაიჩეხება საკუთარი ვნებების მონობის გამო.
უსარგებლობის გამო, ადრე თუ გვიან, “ნაცების” მყრალი პროპაგანდისტები, კოლექტიური ნოდარ მელაძეები მომავალში დავიწყებას მიეცემიან. ხოლო სოსო გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფოს საიდუმლოებებით ვაჭრობდა და ამით გამდიდრდა, არა მხოლოდ კუთვნილი სასჯელის მოხდის შემდეგ, არამედ ძალიან დიდხანს დარჩება ისტორიაში როგორც ზნეობრივად უკიდურესად გახრწნილი სამარცხვინო არსება.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.