„ისფედმა“ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ისფედს“ უარი ეთქვა პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რადგან მათ არ გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, კვალვ უყენებენ თუ არა მოთხოვნას პარლამენტს, რომ დაითხოვონ მთავრობა და დააკომლექტონ ე.წ. ტექნიკური მთარობა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების მიერ „ისფედს“ ჰქონდა შეთავაზება, რომ აღნიშნულ საკითხზე პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს არ გააკეთა.
„რამდენიმე დღეა, ვხედავთ მცდელობას კვლავ, რომ აღქმებით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის მარტივად „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით. ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის „ისფედი“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენეს ერთ-კვირიანი ულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების „ისფედს“ და სხვა ორგანიზაციებს ექნებოდათ ვეტოს უფლება, ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც „ისფედმა“ გამოხატა ინტერესი პარლამენტში სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ჩვენი კითხვა იყო „ისფედი“ მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქმე ეხება ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ისფედმა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ეს პროცესი არის დემოკრატიულ ფარგლებს მიღმა. ჩვენ შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში. თუ ისინი კვლავ აგრძელებენ პარლამენტთან ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. სამწუხაროდ, „ისფედისგან“ ვერანაირი პოზიცია ამაზე ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინიო მოწვეულნი არ იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციის განცხადება „ისფედდთან“ დაკავშირებთ, ყალბი სოლიდარობაა.
„გავეცანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, მათ შორის მათსაც, ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში, რომ დროებით აჩერებენ საკუთარ მუშაობას ამ ჯგუფში, რაც არის დასანანი. ერთი მხრივ, თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინაც „ისფედი“ იყო მთავარი აქტორი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ერთი თვე მალავდა პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და მაშინაც მივმართავდით, ისინი დაგვხმარებოდნენ, რეალური პარალელური დათვლის შედეგების ნახვაში. მაშინ ყველა ეს ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ იყო პარალელური დათვლა. არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ. სწორედ არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა ახლაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი“, – განაცხადა პაპაუშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან, თითქოს არაფორმალურ მმართველოვას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას“.
„ვფიქრობ, გარკვეული სარკაზმია ამაში, რომ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან კორპორატივიზმს, თავად იჩენენ ასეთ დამოკიდებულებებს. ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან, თითქოს არაფორმალურ მმართველოვას, თავად ითხოვენ არაფორმალურ ძალაუფლებას, როგორც ეს ქნა „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობომ იმით, რომ მოითხოვა ვეტოს უფლება მთავრობის ფორმირებაში. ამავე დროს, გავეცანი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის განცხადებას და ვფიქრობ, სწორად გაუსვეს მათ ხაზი იმას, რომ ეს არის „ისფედის“ პოლიტიკური პოზიცია და ასევე, ამ განცხადებაში დაფიქსირებული იყო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღიარებდნენ სახელმწიფო ისნტიტუტებს და კონსტიტუციურ ორგანოებს, დემოკრატიულ პროცესებს. „ისფედმა“ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ამ ულტიმატუმს და აქვთ ეს მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.