„ორგანიზაცია რომელიც არჩევნებს 25 წელზეა მეტია აკვირდება, თურმე ვერ მიხვდა რა -შეცდომა დაუშვა და 31 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე ვერ გაარკვია ,,შეცდომის” მიზეზი“, არადა ,,შეცდომის” მაქსიმალური გავლენა არჩევნების შედეგებზე 4.1% იქნებოდა- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფაქტები, მხოლოდ ფაქტები და არაფერი ფაქტების გარდა! სიმართლე სიყალბის და აღქმებს ნაცვლად! ,,სამართლიანი არჩევნების“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა, მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.
არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები, დიახ სწორედ ამდენი ადამიანი ყავდა ჩართული პარალელური დათვლის, PVT გაყალბების და არჩევნების შედეგებით მანიპულირების პროცესში. ორგანიზაცია რომელიც არჩევნებს 25 წელზეა მეტია აკვირდება, თურმე ვერ მიხვდა რა შეცდომა დაუშვა და 31 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე ვერ გაარკვია ,,შეცდომის” მიზეზი, არადა ,,შეცდომის” მაქსიმალური გავლენა არჩევნების შედეგებზე 4.1% იქნებოდა ანუ თურმე ამომრჩევლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ოფიციალურ შედეგს შორის სხვაობა 4.1 % იქნებოდა! კიდევ ერთი ,,შეცდომა” მაგრამ, ოღონდ 8% ,,შეცდომა” დაუბალანსებელ ოქმებს ეხებოდა, სინამდვილეში კი 8000-ზე მეტი ოქმიდან დაუბალანსებელი მხოლოდ 0.9% იყო, თითქმის ყველა მათგანის შედეგების ხელახლა გადაითვალა, შესწორების ყველა ოქმზე კომისიის 13 წევრმა მოაწერა ხელი.
ძალიან სამწუხაროა, რომ ორგანიზაციამ რომელმაც 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ ასეთი ყალბი რეალობა და რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის ,,ლეგიტიმური საფუძვლები” და 7 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შესვლის ყალბი მიზეზი შეუქმნა, დღესაც აქვს პრეტენზია სანდო და კვალიფიციურ ,,ენჯეოდ” იწოდებოდეს. ძალიან სამწუხარო, რომ ამერიკის საელჩო კვლავ აგრძელებს ,,სამართლიანი არჩევნების” დაცვას, თანამშრომლობას და დაფინანსებას!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.