ედიშერ გვენეტაძე: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩო უკვე მერამდენედ მტკიცედ უჭერს მხარს “სამართლიან არჩევნებს“, რომელიც ასევე მერამდენედ საქვეყნოდ არის ცნობილი სიცრუესა და არჩევნების წინასწარი შედეგების გაყალბების მცდელობაში!

„კარგი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს გვაცადოს განვაგოთ ჩვენი ქვეყანა და თუ მეგობრობაზე დებს თავს ხელი შეგვაშველოს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში და ნუ დახარჯავს საკუთარი ქვეყნის გადამხდელებისაგან გადახდილ თანხებს ამ სინდის-ნამუს უქონელთა დაფინანსებაში!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

„საქართველოვ! ყოვლად წარმოუდგენელი ამბები ხდება ამ ცისქვეშეთში! სახელდობრ იმ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩო უკვე მერამდენედ მტკიცედ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაცია- “სამართლიან არჩევნებს”(ISEFD), რომელიც ასევე უკვე მერამდენედ საქვეყნოდ არის ცნობილი სიცრუესა და არჩევნების წინასწარი შედეგების გაყალბების მცდელობაში! საქართველოში და მსოფლიოს დაინტერესებულ წრეებში ნებისმიერმა მოქალაქემ იცის თუ რისთვის სჭირდებოდა და სჭირდება ამ ორგანიზაციას ეს საარჩევნო გათვლილი ტრიუკები! იმისათვის, რომ შეემზადებინა პირობები ვითომდაც არჩევნების გაყალბების საბაბით ხალხის ქუჩაში გამოსვლისთვის! რათა მომხდარიყო შესაბამისად სახელმწიფო გადატრიალება! ეს რომ ასე იყო დამტკიცებულია და ამის გამო ამ “ისფენდის” ხელმძღვანელი პატივცემული “ეფენდი” მის მიერ ჩადენილი სიყალბის გამო მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან! ანუ როგორც საქართველოში იტყვიან “ღვინის ქურდები წაართვეს მუხლებზე და გაბაწრეს(გათოკეს)! ეს იმთავითვე ცნობილი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოსათვის, მაგრამ როგორც კი ამ სახელგატეხილ და ზნეობადამსხვრეულ ორგანიზაციას ხელისუფლებამ უარი განუცხადა თანამშრომლობაზე და არ დაუშვა სამუშაოდ! მაშინვე ატყდა დიდი ალიაქოთ საელჩოში და მყისვე დაწერეს ტექსტი-ფირმანი, სადაც გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებაში რეპუტაცია შელახულ და საერთოდ ავტორიტეტი უქონელ ორგანიზაცია “ისფენდისადმი”! ე. ი. ლოგიკურად გამოდის ის, რომ “სამართლიანი არჩევნები” (ისე უკეთესი და მართებულია ერქვას “უსამართლო არჩევნები) უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს დემოკრატიის მექად ცნობილი ქვეყნის საელჩოსაგან?! რაც სამწუხაროდ დღისით-მზისით დადასტურებულია ფაქტებით! ამიტომაც ვფიქრობთ კარგი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩომ მომავალში თავი შეიკავოს, შეეშვას მიკერძოებულ, უსამართლო განსჯას და ჩვენი შინაური საქმეების განსჯის მიმართ დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია! ანუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაცადოს განვაგოთ ჩვენი ქვეყანა, თავი დაანებოს ასეთი ოდიოზური არასამთავრობოების, პარტიების, ტელევიზიების მხარდაჭერას! და თუ მეგობრობაზე დებს თავს ხელი შეგვაშველოს ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში! და ნუ დახარჯავს საკუთარი ქვეყნის გადამხდელებისაგან გადახდილ თანხებს ამ სინდის-ნამუს უქონელთა დაფინანსებაში!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Back to top button