,,როდესაც შვეიცარიის ამ უმსხვილეს ბანკში ასეთი განმეორებადი საკადრო კარუსელები ტრიალებს, ეს არის თვალსაჩინო ინდიკატორი იქ შექმნილი სიტუაციის, მათ შორის ბანკის კლიენტებთან მიმართებაში. სწორედ ამ ბანკის ერთ-ერთი კლიენტის ბიძინა ივანიშვილის ქეისი აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული,’’- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Credit Suisse მენეჯმენტში მიმდინარე ცვლილებებს.
როგორც ანჯაფარიძე წერს, საქართველოს მოსახლეობაში ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს და კითხვებს დასავლურ სამყაროსთან მიმართებაში.
,,როდესაც შვეიცარიის ამ უმსხვილეს ბანკში ასეთი განმეორებადი საკადრო კარუსელები ტრიალებს, ეს არის თვალსაჩინო ინდიკატორი იქ შექმნილი სიტუაციის, მათ შორის ბანკის კლიენტებთან მიმართებაში. სწორედ ამ ბანკის ერთ-ერთი კლიენტის ბიძინა ივანიშვილის ქეისი აღმოჩნდა ყველაზე რეზონანსული, იმის გამო, რომ მიუხედავად მის მიერ ბანკთან წარმოებული ყველა სასამართლო დავის მოგებისა, Credit Suisse ჯიუტად უარს ამბობს დაუბრუნოს მას ბანკის თანამშრომლის მიერ მოპარული ფული და ამას სარჩულად უდებს წმინდა პოლიტიკურ მოტივებს, რაც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს მოსახლეობაში აჩენს ეჭვებს და კითხვებს დასავლურ სამყაროსთან მიმართებაში,’’- წერს ანჯაფარიძე.