ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სახალხო მოძრაობა ,,ხალხის ძალას’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ განცხადების მთავარი ხაზია ISFED დაკავშირებული პერიპეტიებია.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ქართული საზოგადოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
,,განცხადების ცენტრალური თემა “სამართლიან არჩევნებთან” (ISFED) დაკავშირებული პერიპეტიებია. როგორც ცოტა ხნის წინ დავწერე, ქართული სამოქალაქო სექტორი ძალიან სერიოზული და მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოცემულობა, რთული სათქმელია,’’- წერს ანჯაფარიძე.