„თაღლითი ამერიკაშიც თაღლითია და მადაგასკარზეც. ჯავშნოსან „პოტიომკინზე“ აჯანყება ბორშში ჩაგდებული ბუზის გამო დაიწყო, მაგრამ მიუხედავად რაღაც „ჰაეროვანი“ შეშფოთებებისა, არანაირი შედეგი არ მოჰყვა. დამერწმუნეთ, რომ ზუსტად ასე ვერ მოიტანს შედეგს აშშ საელჩოს მიერ ISFED-ის „ბორშში ჩაგდების“ მცდელობა“- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე – რაც შეეხება უშუალოდ “სამართლიან არჩევნებთან” დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს იყო დისკრიმინაციული, არ ვიცი რა ულტიმატუმთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვიდექით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. უკაცრავად და რომელი „ევროპული მომავლისთვის“ იდექით? სიყალბეზე და ამ სიყალბით მოსახდენი რევოლუციური მომავლისთვის? დამერწმუნეთ, რომ ის რაც თქვენ გინდათ, ნამდვილად არ არის ევროპული მომავალი. უმარტივესი ლოგიკაც კი საკმარისია იმის დანახვისთვის, რომ აშშ საელჩოს ასეთი თავგამოდება ISFED-ის დასაცავად არანაირი ევროპული, დასავლური და ცივილური მომავლის მიზანს არ ემსახურება და ჩვეულებრივ თაღლითებს იცავს. მერე რა, რომ აშშ-ს საელჩოა და სიტყვა Table-ს როგორც „ტეიბლ“ გამოთქვამენ და არა როგორც „ტაბლე“. თაღლითი ამერიკაშიც თაღლითია და მადაგასკარზეც. ჯავშნოსან „პოტიომკინზე“ აჯანყება ბორშში ჩაგდებული ბუზის გამო დაიწყო, მაგრამ მიუხედავად რაღაც „ჰაეროვანი“ შეშფოთებებისა, არანაირი შედეგი არ მოჰყვა. დამერწმუნეთ, რომ ზუსტად ასე ვერ მოიტანს შედეგს აშშ საელჩოს მიერ ISFED-ის „ბორშში ჩაგდების“ მცდელობა“- წერს გაბრიჭიძე.