ლევან ნიკოლეიშვილი: ელჩმა დეგნანმა ზუსტად იცოდა, რომ “პივიტი” გაყალბებული იყო, ნაცვლად იმისა, რომ ეს უმძიმესი ფაქტი პარტიებისთვის გაემხილა, საგულდაგულოდ მალავდა და “მოდერაციას” აგრძელებდა

“ქართული ოცნებიდან” წასული ოთხეულის დღევანდელ წერილში ყველაზე შემაშფოთებელი, სკანდალური და ამორალური ნაწილი არის ის, რომ ამერიკის საელჩომ ზუსტად იცოდა ნოემბრის ბოლოს “ისფედის” მაიმუნობის შესახებ!” – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, პირადად ელჩმა ზუსტად იცოდა ,,ისფედის” მიერ “პივიტის” გაყალბების შესახებ, მაგრამ ამ ფაქტს მალავდა და პარტიებს შორის მოდერაციას აგრძელებდა.

 

“ქართული ოცნებიდან” წასული ოთხეულის დღევანდელ წერილში ყველაზე შემაშფოთებელი, სკანდალური და ამორალური ნაწილი არის ის, რომ ამერიკის საელჩომ ზუსტად იცოდა ნოემბრის ბოლოს “ისფედის” მაიმუნობის შესახებ!!! პირადად ელჩმა დეგნანმა ზუსტად იცოდა, რომ “პივიტი” გაყალბებული იყო, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს უმძიმესი ფაქტი პარტიებისთვის გაემხილა, საგულდაგულოდ მალავდა და “მოდერაციას” აგრძელებდა. ამიტომ მეც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ელჩი დეგნანი და საელჩო პირდაპირ იყო ჩართული ისფედის მიერ პივიტის გაყალბებაში, ამიტომაც მალავდნენ ამ ამბავს და ახლა, ამიტომ გადაეფარა ქორივით იმ ენჯეოს, რომელიც წესით ჩვენმა ხელისუფლებამ პროცესებში კი არ უნდა ჩართოს, გამარჯობა არ უნდა უთხრას და იმედია, ასეც იქნება!!!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook ზე.

Back to top button